მე და შენ
მე შენ ძმად მყავდი, მინდოდი, შენ კი ვერ მიცან, _ მწყენია, ყანა, ღელე თუ მინდორი, თუ კი რამ გადაგვრჩენია, შენია, მაგრამ იმდენი მეც ცრემლი ჩამიქცევია, გახსოვდეს, ეს ყველაფერი, შენი კი არა, ჩვენია. განზე, აღმა თუ თავდაღმა გაივლი, აივლ-ჩაივლი, ბოლოს, ყოფნამ თუ გაგლახა, პურს დააკლდება მარილი. მე, ვისაც არა ეს ხანა, ძმის ერთგულება მშვენოდა, მართალი, როგორც ქვეყანა, შემოვალ, შენთან შემოვალ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი