მე და ხე
ხეო, ძვირფასო, მე მგონია, შენ მაგ ფესვებით შესვი ცხოვრების გრილი წყარონი, დედამიწაზე მეც შენსავით დავითესები, თუმცა მიწიდან მე შენსავით ვეღარ ამოვალ. ხეო ძვირფასო, მე შენს მწვანე ჩრდილში მწოლარე და შენს რტოებში დამსხვრეული ზეცის შემყურე, ვგრძნობ, როგორ მისდევ, ჩემი სახლის გარს მსხმოიარე, მთელი ხმელეთის ხეთა ფერხულებს. შენ ხომ იწვოდი, რომ გაგეთბო ჩემი კერია, რომ გაგეზარდე და ამაყად მევლო სწორებთან, ჩემი აკვანი შენი მკერდის ძვლით ნაკერია, დაღლილი დედა შენს გრილოში რძეს მაწოვებდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი