მე რომ მინდოდა


მე რომ მინდოდა, ის სიყვარული
ისევ დამეძებს, ან მელოდება
და სიჭაბუკე შორს გაპარული
ზოგჯერ იმგვარი წვით მეორდება.

ზოგი სურვილი თუკი ამიხდა
აუხდენელმა უფრო იმატა,
ჰოდა, რამდენი კარგი ამინდი
ამაზე ფიქრმა კვლავ გამიავდრა.

რა კარგიც უნდა მქონდეს ნახული,
მას სასურველი მაინც არ ჰქვია,
მე რომ მინდოდა, ის გაზაფხული
დგას, მაგრამ თითქოს რაღაც აკლია.

მზევ, რომ იწვი და ჩემთვის ილევი,
ხან რომ მათბობ და ხანაც მატირებ,
დაუოკებელ ამ სურვილების
უსასრულობა შენ მაპატიე.

ჟინიან ფიქრებს მივდევ ფარულად,
არა წიგნებში, არა რუკებზე, _
სასიცოცხლოდ და სასიხარულოდ
თვით ამ მიწაზე ვეძებ უკეთესს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი