მე ფოთლებიდან დამეფინა სხივების ჩქერი..
მე ფოთლებიდან დამეფინა სხივების ჩქერი, ვით ჩრდილოელი გოგონას თმები... და მე რატომღაც მომაგონდა, რომ მოვა ჯერი, მეც დავბერდები. მეც დავბერდები და ასევე ბაღის კიდურებს ჩავუვლი, ხეებს მივაპყრობ თვალებს, მაგრამ ამ სხივებს ფოთლებიდან ჩამოკიდულებს გოგოს ქერა თმებს არ შევადარებ!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი