მელას ჩივილი
რაც ქვეყნად კაცმა ისწავლა წერა, ჩემი სახელი წელა და წელა; ყოვლად მტყუანი, ქურდი, ცბიერი, მუდამ კუდგრძელა ვიყავი მელა. თუ შევსანსლავდი სადმე ერთ ქათამს, კაცი დამდევდა თოფით და კეტით, თავად კი თავისნაირთა ჟლეტით, ჯიბენატენი ყვლეფით და ღლეტით, სულ ეძახოდა თავს ალალ-მართალს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი