მიდის


ყვითელი ქარი ეხვევა ხეებს,
ფეხმძიმეები დგას ნალიები,
ვდგავარ მიმავალ ზაფხულის კართან
და ვეხვეწები _ ნუ დაილევი.

მაგრამ ეს ქარი, ფოთლებით სავსე,
მიედინება, ძლიერ იჩქარის...
ღობის წირეხზე ჩამოკიდული,
რაზე ჭრიალებს ნეტავ ჭიშკარი?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი