მითხრა პოეტმა
მითხრა ხნიერმა ერთმა პოეტმა, დრომ გამცვითაო, ვითა მონეტა. მინდაო, მაგრამ არ მეწერება ლექსად ამ ქვეყნის ციებ-ცხელება. ვშიშობო, რომ არ გადავირიო, რასაც შევხედავ, მხოლოდ ვტირიო. რადგან ქვეყანა დამჭლდა, დაფერდდა, ის ჩემსავითო მგონი დაბერდა, _ მითხრა პოეტმა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი