მიწის სხეული


კვლავ მიწის სხეულს
ნორჩსა და ხნიერს,
მაძღარს, ხან მშიერს,
ჩითის კაბაში,
მე ვეტრფი ისევ,
ვით სოფლელ გოგოს,
წლები ვერ მცვლიან,
მასთან უბრალო
სიტყვის თამაში
არ შემიძლია.
ის მებრალება,
ის მიყვარს ძლიერ,
ღმერთო, მაღალო,
ნუ გამილახავ
ამ მიწის სხეულს,
ნორჩსა და ხნიერს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი