მოთენთილი და უხასიათო..


მოთენთილი და უხასიათო
ვეწვიე ამ დღეს,
ასე მგონია, თვითონ სინათლე
სინათლეს არღვევს.
მაგრამ ვიცი მე, ესაა ჯავრი
ახლობლის გამო,
ვისაც ჰყავს ყველა და არ ჰყავს არვინ,
ვაამოთ, წამო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი