მორჩა, _ ინგრევა ფუჭ სიტყვათა..


მორჩა, _ ინგრევა ფუჭ სიტყვათა
ციხე-კოშკები,
სატკივარებო, მთათა ჩემთა,
როდის მორჩებით?
სულ მიყვარს ცქერა
დაღადრული თქვენი შუბლების,
მიტომ ვამბობ მე,
რასაც მუდამ თქვენ მეუბნებით.
დაბადებულა საქართველო
ათას წლებს მიღმა,
ეს დღევანდელი დაბადება
მე უფრო მიყვარს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი