მყავს მეგობარი..


მყავს მეგობარი,
მაქვს დედამიწა,
მიყვარს ოჯახი, ვინ მეტყვის ღარიბს?
რამდენი კარგი სიტყვა გამექცა,
ავმა ფიქრებმა სახე დაღარეს.
ეს ყოფნა მაძლევს ყველაზე მთავარს,
ვარ სიჩუმეში სიტყვის პირისპირ
და, სანამ ვეძებ ახალს და ლამაზს,
მოპოვებული უკვე მიმირბის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი