ნატვრის ცეცხლი
ვამბობ: ეს ცხოვრება მხოლოდ ლოდინია, აი, მონატრულნი აღარ მომიდიან. ნურვის ეგონება, რომ ეს ადვილია: ცხელი ვარსკვლავები თავზე გადივლიან; უცებ მომინდება ერთის შეჩერება, მასში ჩემი ნატვრის ცეცხლი მეჩვენება... მითხარ, შორეულო, როდის დაბრუნდები? გელის აივნები, გზები, სადგურები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი