ნაწყენი დღე
სანაპიროზე, ბრინჯაოს მემედს, მეც გავაგონე ჩემი მადლობა, იმ დღის ღიმილებს, სიტყვებს და თემებს შემოდგომის მზე ოქროდ ადნობდა. თბილისს ფიქრიანს, ხშირად გულნატკენს, ვეამეთ შვილნი მისი აჭარის, თითქოს, რაც არის, შემოვუმატეთ საქართველოდან ჩამონაჭარი. ჭამა-სმად დასხდნენ ჩემიანები... ძმის უშნო თქმულით ნაიარევმა მე გარეთ, ძეგლთან ჩავიარე და ხმა გავიგონე ბრძენის იგავად: თუმცა ერის მზე თქვენზე ამომდის, დანდობა არ მწადს სიმტყუანესი, თუ რამ ბრალია უფრო ახლობლის _ მით უარესი! შემოდგომა. თბილისი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი