ნესვი დამწიფდა, ხურმა გაყვითლდა..
ნესვი დამწიფდა, ხურმა გაყვითლდა და შეითვალა საფერავები, ბალმა მურაბის წვენში ჩაყვინთა, თან გახელილი დარჩა თვალები. გზაზე ფოთლები ქარმა არია, გლეხები დინჯად ჩამოივლიან, დადგები, სუნთქავ და გიხარია, რომ ამ სოფელში ქარიც ტკბილია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი