ნიაგარის კენჭები
აქ წყლის ხანძარი გუგუნებს კლდეზე, ჩანჩქერებს ასდით მოთეთრო კვამლი _ და გეგონება, აუკეთესებ სიცოცხლეს წყალთან უბრალო გავლით. მე კარგად ვიცი, რაც უნდა ვხატო, ღამით როგორი ჩანს ნიაგარა, არ შემიძლია სრული გავხადო შენთვის აქ ყოფნის წუთიც პატარა. მაინც ეს ღამე რომ დიდხანს შემრჩეს, ხავსიან ქვათა ნატეხებს ვარჩევ, თუ ნიაგარის მოგიტან კენჭებს, მგონია ამით გაჩვენებ ჩანჩქერს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი