ნუ დამემდურები
უკვე გაჭირდა სიტყვის მიგნება იმ გულუბრყვილო გაბედულებით, _ გაუმხელელი დამრჩა ფიქრები, შენ მაინც ნუღარ დამემდურები. ბევრი სათქმელი კვლავ სათქმელია, თუმცა წარსულში ვერ დავბრუნდები, გადათოვლილი მთები მელიან, მივდივარ, ნუღარ დამემდურები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი