ოდის ხეობა
ფრანგულ პირენეებში ოდის ხეობით ვიმგზავრეთ. როცა მე ლამაზ მდინარე ოდის გვერდით დაგრეხილ გზით მივდიოდი, როცა ვიგრძენი, რომ უცნობ ლოდის ჩქერიც რაღაცას ჩემებრ ჩიოდა, შენ მომაგონდი და შენი ოდა... და მიხაროდა, რომ შენთან მქონდა იმედი, დარდი, მადლი და ცოდვა, რომელიც ისე, ვით წყალი ოდის, მარადიული ხევით დიოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი