ომი იქნება ?!
დაღამდა, ღამეს სიჩუმესთან უყვარს ბაასი, ყურები ათას ბგერას იჭერენ და ღამის ცვარი ისე ცვივა ლორთქო ბალახში, თითქოს ჩრდილები ბალახებზე მიაბიჯებენ. შორიდან მოსულს დედა ადრე არ დამაძინებს, _ მინდა, გიყურო, _ ამბობს, მაძლევს კვლავ დარიგებას, მეთამაშება, მეფერება, მკოცნის, მაცინებს; ბოლოს მოიწყენს და მეკითხება: _ რა ისმის, შვილო, ომი კიდევ ხომ არ იქნება?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი