პოეტის სიყვარული
შენზე ოცნებამ შორეთში სამყოფი ამიშენა, ჩემში რომ არის პოეტი, იმას უყვარხარ შენა. ის ჩემზე ახალგაზრდაა, ის ლამაზია ჩემზე, ის ყველასათვის სიკეთის მეტს აღარაფერს ეძებს. ის მართალია ყოველთვის და ჩემზე უფრო სანდო, ვერ აშინებენ _ არ იცვლის სიტყვას ჩემსავით, ხანდროს. თუ დასჭირდება განწირვა იგი სიკვდილზეც წავა. მე მისი მხოლოდ მიწა ვარ, მე მისი მხოლოდ ცა ვარ. მე მისი მხოლოდ წვიმა ვარ, ზოგჯერ ვარ მისი გვალვაც ის შენთანაა... ის მე ვარ, გიყვარდეს, როცა არ ვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი