რა ვქნათ, _ დარდი ბევრი გჯიჯგნის..


რა ვქნათ, _ დარდი ბევრი გჯიჯგნის,
ბევრი რამეც გადარდებს,
მაგრამ მონატრებამ იცის, _
დარდებს განზე გადადებს.

თუ ფიქრს, შენ რომ ზეცად გხურავს,
ტოვებ ციურ მადლადვე,
სიტყვას, როგორც მატყლის ქულას,
ლექსად უნდა ართავდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი