რატომ არ მოდიოდი


რატომ არ მოდიოდი,
რატომ სხვასთან გაჩერდი?
გული როგორ მტკიოდა,
მარტო შენ მომარჩენდი.

ისევ ისე მომინდი,
ვუსმენ მტირალ კლავიშებს,
ერთხელ რომ გიპოვიდე,
მერე აღარ გაგიშვებ.

ცის ატლასებს გაგიშლი,
დაგსვამ ღრუბლის ბალიშზე,
სულსაც აღარ დაგიშლი,
სულაც არსად გაგიშვებ.

რატომ არ მოდიოდი,
რატომ სხვასთან გაჩერდი?!
გული როგორ მტკიოდა,
მხოლოდ შენ მომარჩენდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი