რაც ვარ
არავის ვბაძავ, _ ესა ვარ, რაც ვარ, ვღელავ თუ ვჩივი, ვტირი თუ ვმღერი, ჩონგურს, რომელიც მოვტაცე ხანძარს, სიმად გავუბი ჩემივე ნერვი. მკვლელი ჰყოლია ჩემს ისტორიას, _ არ შემრგებია ენა და რჯული, თუ რამ მქონია, ან მინდომია არის მშობელი სიტყვა ტანჯული. დუმილით ვუცქერ ამღვრეულ ღელეს, სულ ვეფერები ახლებს თუ ძველებს, მქირდეს თუ მქურდეს, თუ მჭორეს უშნოდ, ლოყაზე მცემენ, მეორეს ვუშვერ. ხან მტერიც მიყვარს, რამეთუ ვიხსნა ენა წინაპრის, რომ ზიდა სისხლმა, და ვუთხრა, ქართულ მიწას და ცისკარს, _ სიცოცხლევ, სადაც შენა ხარ, იქ ვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი