რაც უნდა ვიდგეთ..


რაც უნდა ვიდგეთ,
მაინც მივდივართ,
მოვხეთქილვართ და ჟამთა ბინდიან
ხევით, კლდეებით, მთაგრეხილებით
ზღვებს ვებარებით.
გვჭირდა ცოდვები,
რა ვქნათ, კაცნი ვართ,
მაგრამ დაღმართზე
გადამჩქერალი ვერ მობრუნდები.
დაღამებული დღეები
ფერფლად მხრებზე გვაცვივა,
შორი მზეებით
უფრო ვხურდებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი