რაც უნდა იყოს, ეს გაზაფხული..
რაც უნდა იყოს, ეს გაზაფხული მე მეყვარება ყველაზე მეტად, რადგან სხვა ყველა არის წარსული და წინ რა მრჩება ამას ვერ ვხედავ. ეს გაზაფხული მე მეყვარება, ვით სიყვარულის მეორედ მოსვლა, აი, მას ვხედავ, ჩემმა თვალებმა მისი სინათლე შორიდან მოსვა. არ ვითხოვ ყოფნას მე უსასრულოს, მაგრამ იცოდეთ მთებმა, იებმა, _ ახალს რომ ვეტრფი ეს თქვენ წასულო გაზაფხულებო, ნუ გეწყინებათ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი