როგორმე
როგორმე უკეთ თუკი ვიქენით, ამ წყენებს აღარ გაიხსენებენ, ჭორიკანის თუ ჩამშვებ-მლიქვნელის, ვერ დაგვშხამავენ ავი ენები. ვერ დაღჯნის ვერა, თანაკუთხელის კუთხეზე მეტის მხედველ გახედვას, ვერც ალაგობრივ დონის თხუნელა, ვერც კარგად მქნელი სხვა სიგლახეთა. სულ მაგონდებით, _ ხუსიკა, ნუგზარ, ალი, ამირან, ჯემალ, დავით და ვგრძნობ, სიძულვილი ვინც ზიდა კუზად, ის კაცად ყოფნას იწყებს თავიდან. ჩვენ კი გვევალოს, ვიდრემდის აქ ვართ, ერთურთით ვენთოთ და არა ვქრეთ ჩვენ, და ვით იტყოდნენ დავით და ბაგრატ, _ "ნათესავ ქართველთ სულ ერთად ვკრებდეთ".
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი