სასახლე მაჩაბელზე


   თამაზ წივწივაძეს
მწერალი, გინდაც იყოს მწვერვალი,
თავისი თავის არის მძევალი,
ისე გაები ცალუღელაში
არც კი ღელავდი, მე კი ვღელავდი.

ვახსენე ღელვა და ზღვა მოდგა
გზნებით სასახლეს:
_ ჩემგან ზომავენ სიმაღლეებს
და ბევრ სხვა საქმეს;

ვიღელვოთ ერთად,
ზღვის და ხმელის ნუა გარჩევა,
რაც ქართულია ამ სასახლის
სახლობს გარშემო.

კუთხე მთელისგან რომ არაა
ჩამონახლეჩი, _
ყველა კუთხელმა ეს ვიძახოთ
ამ სასახლეში.

სართული? _ არა, კედელს ამაღლებს
სიკეთე კაცის, წყალობა უფლის.
ისე ატყვია ტყვია სასახლეს,
რომ გეგონება ილიას შუბლი.

კარგო, მე უფრო კარგი მინდიხარ
და თუ მერმისიც კარგი მიგველის,
ერთად გვამყოფოს იმ დღის სინდისმა,
რაიც ჯავრს იყრის მლიქვნელ-მქირდველის,

მწერალი თავის თვალით მცქერალი,
იყოს მწვერვალი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი