საუკუნის ბოლო წელიწადს
შენ, მეოცე საუკუნის უკანასკნელ წელიწადს, გევალება დაუბრუნო გულს იმედი, ფერი ცას, სიყვარულის სიხარული ჯეელსა თუ ბერიკაცს, ქართველს _ თავის საქართველო, თავის ობლის კვერიცა. ისევ ისე, ძველებურად, გვალოცებდე ჩვენს ერთ ღმერთს, რომ მეოცე ვალმოხდილი შეხვდეს ოცდამეერთეს, არა ნგრევა, აშენება ამშვენებდეს მშენებელს, პროლეტარები კი არა, ქართველები შევერთდეთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი