სახელი


არის სახელი, რომელიც შენ მუდამ გჭირია,
როგორც მაშხალა და ყავარჯენი,
არის სახელი, თუმცა მისი ფასი ჩირია,
სიკვდილის მერეც არის სარჩენი.

ყველაფერსა აქვს განთიადი და შებინდება,
თავის სიმწვანე და ფოთოლცვენა...
ადამიანიც ბუნებაა, დიდი ბუნება
და შეუძლია მას მზის მოცემა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი