სენეგალელი ქალიშვილები
ზურაბ პატარაძეს დაკარის ზეცა, ვით შუშის ჭერი, გხურავს, დეკემბრის სიცხით ილევი, მოგწონს დამწვარი ქერეჭისფერი სენეგალელი ქალიშვილები. შენ ამ ზამთარში თოვლივით თეთრი ფერისას ნახავ მხოლოდ შენობებს, სხვა სად იქნება, სხეულთა მკვეთრი სიშავე ქუჩებს ასე შვენოდეს? გემბანზე დგები და, როგორც მავრი, აფრიკით იწვი და იღიმები, ოკეანეში მიგყვება ჯავრი სენეგალელი ქალიშვილების.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი