სიმღერა ისრაფილ ჯინჭარაძეზე
რა გრიგალები გააპე, რა ბრძოლები გაქვს ნახული, ბრძოლის ქარ-ცეცხლში გესმოდა მშობელი დედის ძახილი: ოცნებით ცაში გავცქერი, შენს სახეს ვეძებ ღამითაც, შენს გასაოცარ გმირობას არ დავივიწყებთ წამითაც. გიგონებს მახინჯაური, _ შენი ეზო და ბაღნარი, დედა ნატრული ცრემლებით შენს ნაწერ ბარათს დაჰხარის და მიხარია, რომ შენ ხარ პირველი გმირი აჭარის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი