სიცოცხლის ფასი


მჯერა, რომ შევძლებთ ბევრის მოსწრებას,
ბოლოს კი მაინც მოვა დრო წასვლის,
მე კარგად ვიცი, რომ ჩვენ, ცოცხლებმა,
არ ვიცით კარგად სიცოცხლის ფასი.

მაგრამ სიცოცხლეს ფასი აქვს განა?
(რამდენიც გინდა სიტყვა იმოწმე),
ღირს მილიონი? _ არა და არა!
სიცოცხლის ფასი არის სიცოცხლე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი