სძინავს პატარას..
სძინავს პატარას, ჩემს თამთას სძინავს და მისი სუნთქვის რომ იფენს ნიავს, უტოკავს ძარღვი ხესა და მიწას. სინორჩის მადლი, სუფთა და კარგი, ედება სივრცეს, სახეებს, საგნებს, ღრმავდება უფრო სხვა სიღრმის სიბრძნით იქ, თაროზე რომ მოჩანს, ის წიგნიც. ჩემთვის ერთსა და იმავეს ნიშნავს თვალის გახელა და წიგნის გაშლა; სძინავს პატარას, ჩემს თამთას სძინავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი