სხვა გაზაფხული
მიწიდან ისევ ამოდის ია, ტყე აუვსიათ სიმღერით ჩიტებს, შეყვარებულის გულივით ღია ზეცა ნაზამთრალ ქედებს ამშვიდებს. და მიხარია, რომ თეთრ ყვავილში ტყემლის კაკალი მწვანედ მაგრდება, თან გული მწყდება: ფერი გაივლის, _ ეს გაზაფხული მე დამაკლდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი