ტრაპიზონში


მიწის გულივით ლამაზმა ბორცვმა
ჩაითქვა სიო, _ თამარის ლოცვა
და თვით ჰაერმაც, მონატრებულმა,
დიდ ნენესავით მლოშნა და მკოცნა.

ასე მგონია, ზღვა და ხმელეთი
დღეს მეგებება გაშლილ ხელებით...
მითრიდატედან მოყოლებული
გულში და ზვირთში ქუხს სახელები.

თითქოს ოდესღაც მე აქ ვსახლობდი,
თუმცა დრო-ჟამი, ვიცი, მტვერია...
თურმე საფლავიც შორი ახლობლის
სამშობლოსავით მშვენიერია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი