უშენოდ
მინდა უშენოდ გული მტკიოდეს, ამიტომ ზოგჯერ შენაც აღელდე, იმ შენი ქუჩით მე დავდიოდე, შენ კი ქუჩისკენ კარებს აღებდე. გამათბოს შენი სახის ამინდმა, ნუღარ ვხედავდე თვალებს უნდობელს, რომ გაიხედავ ღია კარიდან, ის გამოხედვა მე მეკუთვნოდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი