ფიქრი ბათ-იამში
ხაიმ ხუბელაშვილს კაი ხანია მე ბათ-იამი გულში ჩემს ბათუმს დავუძმობილე, ერთნაირი ზღვა ხომ მათი არი, ერთნაირ პალმის ფრთით მობიბინე. ორჯერ აქ ღამეგანათევარი მგონია გავხდი ბათიამელი, შინაურულად მე და ჯემალი თითქოს ბათუმში დავიარებით. აქ ჩვენი სოსო თავის ჯადო ხმებს, ბათუმის მზით და წვიმით დაწმენდილს, ძველ მამულს, ათასწლების ნაოხრებს, მალამოსავით გულზე აწვეთებს. და როცა ვსუნთქავ ახლა ამ ჰაერს, სული და გული ნათდება, თბება, მე სიხარულით ვუცქერ ისრაელს თან საქართველოს _ საყვარელს ვხედავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი