ქართველთა ელჩი ანკარაში
რეზო ბაქრაძეს, ბუტა გაბესკირიას, ანკარელ იალჩინ და ნაზმიე ხალვაშებს. ჩვენს წარსულს ბედი ისე მოექცა ვთქვი, _ ისტორიას აღარ გადავშლი, მაგრამ არ ვჩივი, რადგან მოვესწარ, _ ქართველთა ელჩი ზის ანკარაში. ვატყობ სხვა დროის ფერისცვალების სხვა აწონვაა, სხვა ანგარიში, ჩვენებურს ელვა უკრთის თვალებში, _ ქართველთა ელჩი ზის ანკარაში. სადღაც შორიდან ატეხეს რეკვა, თურმე დამეძებს ვიღაც ხალვაში, იქნებ ღმერთმაო შემყაროს, ეთქვა, _ ქართველთა ელჩი ზის ანკარაში. ხმა უკვე ბევრმა გაიღო ბევრგან, ვგრძნობ ტრაგედიის წყდება თამაში. წვეთად მიგორდა ბგერასთან ბგერა, _ ქართველთა ელჩი ზის ანკარაში. მთელი საელჩო კიბეზე შეგვხვდა, სიჩუმეც გალობს, _ ალბათ გადავრჩით. ვთქვი, _ ახდეს ასე ყოველი, ღმერთო, _ ქართველთა ელჩი ზის ანკარაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი