ქართული ანბანი
ამბობს მეფე ფარნავაზი, _ წიგნსო ქართულს, ვეფეროთ, აწ და მარად ეს ლამაზი ანბანია მეფეო. მტერმა მოსრა სრა-ტაძარნი, ერთს კი ვეღარ შებედა, _ იქ ანბანი ნახანძრალი ქართველს ესვა მეფედა. ავდგებოდით, ვიომებდით და შევძლებდით შეუძლებს, და ანბანი ჭრილობებად გვაჩნდებოდა სხეულზე. ხან დაშლილა საქართველო _ კახურ-სამცხურ-მეგრულად... მაგრამ ისევ საქართველო ქართულ ენით შეკრულა. დედა წიგნს ვერ ეზიარა, _ ჭირდა ჭირი დროისა, მაგრამ წიგნი კერიასთან მან შვილივით მოისვა. წაღმა-უკუ ისტორიას ვერვინ გასწი-გამოსწევს, ბევრი განძი მიჰყოლია საუკუნეთ ქაოსებს. ეს კი _ აზრი და სიმწიფე, ჩვენი სისხლით დამბალი, იყო ჩვენი სახელმწიფო, ეს _ ქართული ანბანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი