ქერათმიანი


ქერათმიანი,
მწიფე ხორბალი,
მზით დაბომბილი
შემოდგომის ტყე,
სიმწიფის ქარმა ფიქრი მომპარა
და გავხდი ქერა
ფოთლების ტყვე.

ბილიკი ბილიკს,
როგორც ნაწნავი,
გადაგრეხია და მისდევს ქედს,
იმ ქერა თმებმა ბევრი მაწვალა,
მაგრამ მე მაინც არ ვერჩი ბედს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი