ღმერთის მზერა ხარ თუ მზის ალერსი..
ღმერთის მზერა ხარ თუ მზის ალერსი? კარგი ხარ, მკერდზე გაზის ვარდები, ამ გულს კი არა, ამის გარეშე ვიცი, მიწასაც გაუხარდები. შენკენ მოვდივარ, შენკენ მოვრბივარ, შენკენ მოვცურავ, შენკენ ვისწრაფვი, წარბები ფრთებგაშლილი ორბია, თმები _ ნაპირზე შლილი ზღვის ქაფი. შენ გელოდები შინ თუ შორეთში, დაუვიწყარო რწმენის ნიშანო, ცილისწამებამ, ეჭვმა, ჭორებმა მე შენი მოსვლა ვერ დამიშალოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი