შენი ჭირიმე


შენი ჭირიმე, გოგოვ,
მწვანე ყანაში მდგარო,
ფოთლების დედოფალო,
მთების ლამაზო დარო.

მინდა, შუბლს დამეყაროს
შენი ნაწნავის კონა,
შენ იყო ჩემი მეფე,
მე ვიყო შენი მონა.

ჩემთვის ჩაიცვა კაბა
სოფლის კორდივით მწვანე,
"შენი ჭირიმე" _ გითხრა,
შენ მითხრა _"გენაცვალე".

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი