შენი ჭკუა
არ მინდოდა ცხოვრება ცარიელი, დუნე, ბევრი მადლიერი მყავს, ბევრიც მოვიმდურე. როცა ერთმა შეგაქო, სხვას არ უნდა გაქოს, _ ზაქარიას მოსწონხარ, არ მოსწონხარ ზაქროს. უცნაური კიბეა ამ ცხოვრების კიბე, ზოგი ჭკუას გარიგებს, ზოგი ჭკუას გიბნევს, თუმცა ალბათ ასეა, სამართალი თუა, _ შველა თუა, გიშველის ისევ შენი ჭკუა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი