შუქურა


გაიხსენ მკერდი, ჩაღვარე ბნელში
სინათლე წითელ სისხლივით სუფთა,
მიშველოს შტორმში გზაამცდარს შენმა
დედის თვალივით მართალმა შუქმა.

გხედავ, შუქურავ! წყვდიადის სქელი
სიღრმიდან ისვრი იმედის ისრებს,
როგორ დაგეძებ და როგორ გელი,
როგორ გიყურებ და როგორ გისმენ.

გხედავ, შუქურავ! კიდიდან კიდე,
შენი წითელი ხმა გადაივლის,
მადლია, ეულ კუნძულზე იდგე
და გასცე ცეცხლი ამირანივით

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი