ჩემი ვარსკვლავი
ღამეში ერთი თეთრი ვარსკვლავი მოვა, დაჯდება ჩემს ფანჯარაზე და მოცახცახე სხივთა თაკარით ძილის წინ ფიქრებს გამილამაზებს. მე ბავშვობიდან ვიცნობდი იმას, ბევრ საიდუმლოს ვეუბნებოდი, ქვეშ დავიგებდი ცვრით დამბალ თივას, ოცნებით ზეცას ვეუფლებოდი. ის არის ჩემი დიდება თითქოს, ის არის ჩემი სიცოცხლის ღელვა, შურით გავყურებ ვარსკვლავებს დიდრონს, ადამიანი მგონია ყველა. პატარა ჰქონდა ჩემსას სინათლე, ვამბობდი, ალბათ მალე გაქრება, მაგრამ ვიცოდი _ ცის სიდიადე უმისოდ მაინც არ ივარგებდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი