ჩემი სოფლის სკოლის ხვაშიადი
მწუხარე დედას ჰგავს მთაში სახლი, _ ჩემი გამზრდელი სკოლა, ჭკვიანი, ისევ მიცქერის ჯავრით და ნაღვლით, დაბერებული, ყავარჯნიანი. ძელის ნაბზარში თითებს რომ გავჩრი და მოფამფალე ჭერქვეშ შევძვრები, მკითხავს: ვინ გიშლის, რა გიშლის, რა გჭირს, გამზრდელის შველა რად ვერ შეძელი?! ხედავ? _ შენს მერხზე ნაფშვენი წელთა აბლად ქცეულა, ისე ძველია, თავნიდან გაბმით წვეთი რომ წვეთავს მარტო წვიმაა? _ ჩემი ცრემლია! გადამირჩინეთ იქ ჩემი სკოლა, არ შეატოვოთ ნორჩები მოლას! უძლო აჭარამ ბევრ წყენა-ტკენას, გული კვლავ გულობს და ნიჭი ნიჭობს, ჩვენი ერობის ფესვი და გენი, რომ ვეღარავინ ვერ ამოგლიჯოს, გადამირჩინეთ იქ ჩემი სკოლა. არ შეატოვოთ ნორჩები მოლას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი