ჩემს ფანჯარამდე ავიდა..


ჩემს ფანჯარამდე ავიდა
ჩემი დარგული ხე,
ხე ჩემთვის დედამიწიდან
იღებს იდუმალ ხმებს.
ამ თავისუფალ ნიავში
იბანს ფოთლების თმებს,
მე მისი ვიცი, მან _ ჩემი,
მესაუბრება მე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი