ცარიელი დღე
ამაზე უფრო დიდი სიძუნწე, ამაზე უფრო დიდი დაპირება, ამაზე უფრო დიდი დავიწყება, ამაზე უფრო დიდი დაყვედრება, ამაზე უფრო დიდი სინანული, ამაზე უფრო დიდი განშორება, ამაზე უფრო დიდი სიცარიელე არსად არასდროს ალბათ არ იქნება. ფოთლებს ქარი უნდა, ფესვებს წყალი უნდა, გულებს _ სიყვარული, _ სავსე დღის იდეა. ღმერთო, დაგვიტოვე ჩვენი სურვილები, ზოგჯერ სურვილიც ხომ დიდი სიმდიდრეა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი