ძვირფასო, მხოლოდ ჩვენ ორნი ვხედავთ..
ძვირფასო, მხოლოდ ჩვენ ორნი ვხედავთ, ხეები მზეზე როგორ თბებიან, მტკვარში ჩასული თბილისის მთები ერთიმეორეს ეხუტებიან. გადადარებულ ცაში ჩვენ ვხედავთ, ნისლები როგორ თეთრად კვდებიან, და ბალახები ნამის ცქრიალა თვალებით როგორ გვაკვირდებიან. მხოლოდ ჩვენ ვიცით, რომ ბედნიერიც ზოგჯერ საოცრად არის ობოლი... დღეს, ასე ყვითლად დაღამებული, მდინარეს მიაქვს, როგორც ფოთოლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი