წაბლანის ქედზე


წაბლანის ქედზე
ჩვენ რომ ფარას ვაბალახებდით,
კოცონს ვუსხედით
და ოცნებას არ ჰქონდა ბოლო...
ახლაც შემომხვდნენ
მთები თეთრი ყაბალახებით,
ნაცეცხლარზე კი ფერფლია მხოლოდ.

მაგრამ ეს მთები
მაინც მიყვარს და უფრო მომწონს,
ასე მგონია, რომ აქ წყაროც
შენს სიცილს ბაძავს;
ამოვალ ხშირად,
გავიხსენებ იმ ჩამქრალ კოცონს
და ვიგრძნობ
გულში გაჩენილ ხანძარს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი