წავიდა, უცებ დასცხათ იელებს..
წავიდა, უცებ დასცხათ იელებს და მოიწყინეს გზასთან იფნებმა. "იქნება, ბევრი რამე იქნება", მეჩურჩულება სიცარიელე. ბოლო დღესავით ეზო მყუდროა, ტყეს კი ფოთლებზე ვატყობ _ ქარია. მესმის არიან, სხვებიც არიან, რად მოიწყინე ასე უდროოდ? გავედი, შევხვდი დღეს უთენია, ფანჯრები ელამ მზერით მიმზერენ, მე რომ მზე ვიყო, წავალ, ვიმზევებ, მაგრამ კაცი ვარ, _ გული მტკენია. საუბრის, ყოფნის და განშორების წუთები თუმცა სადღაც რჩებიან, ალერსით, ფიქრით, ტკბილი ჭორებით, ისინი მაინც გვიბრუნდებიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი